понедельник, 21 августа 2017 г.

,,სიკვდილის წრეები“


ნამიბიის უდაბნოში მდებარეობს უნიკალური ბუნების ფენომენი, ათასობით წრიული ფორმის უნაყოფო მიწის ნაკვეთები. მათ  ,,სიკვდილის წრეებს’’ ეძახიან. მართლაც, ამ წრეების შიგნით არავითარი სიცოცხლის ნიშნები არ შეიმჩნევა.



,,სიკვდილის წრეები’’ დიამეტრში 2-დან  15 მეტრამდე აღწევენ. ისინი წარმოიშობა უდაბნო ნამიბიის ბალახეულ საფარში  და გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ რამდენიმე ასეულ კილომეტრზე. წრეების შესწავლა დაიწყეს 1971 წლიდან მაგრამ დღემდე გაუგებარია მათი წარმოშობის მიზეზები.

 


ადგილობრივი მოსახლეობის - ჰიმბას ტომის აზრით, წრეები დედამიწის ქერქის ქვეშ მცხოვრები ურჩხულების ბრალია, მათი ცეცხლოვანი სუნთქვა ამოდის მიწის ზედაპირზე და წვავს მცენარეულ საფარს წრის შიგნით.


ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ამ ფენომენის გამომწვევია ჭიანჭველები და ტერმიტები. სხვების აზრით ეს გამოწვეულია რადიოაქტიური ნიადაგებით ან ტოქსინებით, რომლებსაც გამოიყოფს ზოგიერთი ადგილობრივი მცენარე. მაგრამ არცერთმა კვლევამ არ დაადასტურა ზემოთ მოყვანილი ვერსიები.



მეცნიერებმა წრის შიგნით არაერთხელ დაამატეს ბიოლოგიური ნივთიერებები, რომ გაზრდილიყო მცენარეები მაგრამ ყველა მცდელობა მარცხით დასრულდა.


სატელიტური სურათების შესწავლისას აღმოჩნდა რომ, წრეებს აქვთ განვითარების საკუთარი ციკლი დაბადებიდან სიკვდილამდე - თავდაპირველად წრ ტოვებენ მწერები, შემდეგ ცხოველები უვლიან გვერდს ამ ადგილებს და ბოლოს ხმება და ისპობა მცენარეულობა.

   

გარკვეული დროის შემდეგ, წრეში კვლავ იწყებს ზრდას ბალახი, შემდეგ ბრუნდებიან მწერები და საბოლოოდ ცხოველები მშვიდად წყებენ ბალახის ძოვას. პატარა ზომის წრეები ჩნდებიან და ქრებიან 24 წლის განმავლობაში, ხოლო დიდი წრეები ასაკი 75 წლამდეა.


ალბათ, მომავალში მეცნიერებს შეეძლებათ პასუხი გაცეშეკითხვას - რა არის ,,სიკვდილის წრეების’’ წარმოშობის მიზეზი და პლანეტა დედამიწაზე  ერთი საიდუმლოებით ნაკლები იქნება.





среда, 25 июня 2014 г.

პროექტის პორტფოლიო

                                                          პროექტის პორტფოლიო                                                                                                                                              

ვიდეო მასალა:                            საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა
                                                   ემიგრაცია და დემოგრაფია 

вторник, 24 июня 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია



     გავიხსენე საქაღალდეებისა და პრეზენტაციების ატვირთვა ,,დრაივერზე'' და ,,ბლოგზე''. წარმოვადგინე ტრენინგის ფარგლებში მომზადებული პრეზენტაცია. ვიმსჯელე და შევაფასე კოლეგების ნამუშევრები და განვლილი ტრენინგი.

მერვე დღის რეფლექსია


      ვისწავლე ,,დრაივერზე'' და ,,ბლოგზე'' სხვადასხვა ელექტრონული მასალის ატვირთვა.