воскресенье, 25 мая 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია



   დღეს გავეცანი, თუ როგორ ვუზრუნველვყოთ ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება, რათა დაცული იყოს საავტორო უფლებები. მოვირგე მოსწავლის როლიც და შევეცადეთ მათი გემოვნებით შემექმნა რესურსები. 

მესამე დღის რეფლექსია


    დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის ხელშეწყობისათვის. გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევა მსურს ჩემს მიერ შერჩეულ პროექტში. მასზე დაყრდნობით დავისახე სასწავლო მიზნები, გამოვყავი მნიშვნელოვანი ცნებები, გამოვკვეთე მიმართულების მიმცემი საკვნძო კითხვები (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები).

вторник, 20 мая 2014 г.

მეორე დღის რეფლექსია




  მეორე დღეა, გავიხსენე განვლილი თეორიული მასალა, შესრულებული აქტივობები და განვიხილე ბლოგებზე გამოქვეყნებული მასალები. მოვახდინე პირველი მოდულის შეჯამება. გავეცანი 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს. განვიხილე ბლუმის თაქსონომია. ტრენინგის ძირითადი დრო დავუთმე ჩემი მოავლი პროექტის დაგეგმარებას.

среда, 14 мая 2014 г.

პირველი დღის რეფლექსია

 

    პირველ შეხვედრაზე გავეცნი ,,ინტელის'' ძირითადი კურსის პროექტებით სწავლება'' მიზნებს და ამოცანებს. ჩავტვირთე ამ კურსის გასავლელად საჭირო ელექტრონული სახელმძღვანელო. პირველმა მოდულმა დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიების დაგეგმვის პროცესში.
    ელექტრონული ფოსტის დახმარებით გავხსენი ახალი ბლოგი სადაც ამჟამად  ვწერ.